იაპონიაში, აშშ-ის სამხედრო ავიაბაზაზე კორონავირუსით კიდევ რამდენიმე ადამიანი დაინფიცირდა

კიდევ რამდენიმე ადამიანი დაინფიცირდა იაპონიაში, მიასავაში მდებარე აშშ-ის საჰაერო ბაზაზე. ამის შესახებ ნათქვამია ბაზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ინფექციის შემთხვევები დაფიქსირდა სამხედრო მოსამსახურეებში, რომლებიც ბაზაზე 15 ივნისს მივიდნენ. მათ არ დაუტოვებიათ სამხედრო ობიექტის ტერიტორია და ამჟამად იზოლირებულნი არიან. ინფორმაცია მათი ზუსტი რაოდენობის შესახებ არ ვრცელდება.

17 ივნისს საჰაერო ბაზამ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ ახალი კორონავირუსი დაუდგინდათ მფრინავებს, რომლებიც ობიექტზე ასევე 15 ივნისს მივიდნენ. ადგილობრივი სატელევიზიო არხის ცნობით, დაახლოებით სამი ადამიანი იყო ინფიცირებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად