იაპონიაში, ანიმაციურ სტუდიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 36-მდე გაიზარდა

ივლისში იაპონიის ქალაქ კიოტოში ანიმაციურ სტუდია Kyoto Animation Co-ში გაჩენილი ხანძრის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 36-მდე გაიზარდა. ინფორმაციას სააგენტო Kyodo ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 4 ოქტომბერს, ერთ- ერთი დაშავებული, რომელიც საავადმყოფოში იმყოფებოდა, დამწვრობის შედეგად გარდაიცვალა.

20-ზე მეტი ადამიანი კვლავ სამედიცინო დაწესებულებებში რჩება. ივლისში, მედია 33 დაღუპულის შესახებ იუწყებოდა.

სტუდიის შენობაში ხანძარი 18 ივლისს გაჩნდა. კიოტოს სახანძრო სამსახურის ცნობით, სტუდიის ოფისში დაახლოებით 70 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთა უმეტესობამ შენობიდან გასვლა ვერ მოასწრო. 41 წლის კაცმა შენობაში საწვავი დაღვარა და მას ცეცხლი წაუკიდა, შეძახილებით „მოკვდით!“. სამართალდამცველებმა თავდამსხმელი დააკავეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას სახესა და მკერდზე დამწვრობა აღენიშნებოდა. მოგვიანებით, მან პოლიციას განუცხადა, რომ ხანძრის დროს აალებადი სითხე გამოიყენა. მან თავისი ქმედებები იმით ახსნა, რომ სტუდიაში “ნოველის იდეა მოიპარა”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...