იაპონიაში ახალი კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა

იაპონიაში, პნევმონიით ადამიანის დაავადების, რომელიც 2019-nCoV-ის ტიპის კორონავირუსით არის გამოწვეული, მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ იაპონიის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაავადებულია 40 წლის ჩინელი მოქალაქე, რომელიც ახალი დაბრუნებულია ქალაქ უხანიდან. უწყებაში მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ არ აყვნენ პანიკას, ატარონ პირბადეები და ხშირად და კარგად იბანონ ხელები.

იაპონიაში ახალი კორონავირუსით დაავადების პირველი შემთხვევა 16 იანვარს დაფიქსირდა. მაშინ ვირუსი 30 წლის მამაკაცს დაუდგინეს, რომელიც აგრეთვე იყო უხანში.

ვირუსულმა პნევმონიამ, რომელიც ახალი კორონავირუსით არის გამოწვეული, გასული წლის დეკემბერში, ქალაქ უხანში იფეთქა. ბოლოს გავრცელებული მონაცემების მიხედვით, ვირუსულ პნევმონიას 25 ადამიანი ემსხვერპლა, ქვეყანაში კი ვირუსული დაავადების 800 შემთხვევაა დაფიქსირებული. 177 ადამიანის მდგომარეობას ექიმები მძიმედ აფასებენ. ექიმების თქმით, ახალი ვირუსი ჰაერ-წვეთოვანი გზით გადადის.

ვირუსის გავრცელების შემთხვევები აგრეთვე დაფიქსირდა სამხრეთ კორეაში, ტაილანდში, იაპონიასა და აშშ-ში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად