იაპონიაში 65 წელს გადაცილებული მოქალაქეების ვაქცინაციის პროცესი დაჩქარდება

იაპონიის მთავრობა აპირებს დააჩქაროს 65 წელს გადაცილებული 36 მილიონი ადამიანის ვაქცინაცია, რომელიც ორშაბათს დაიწყო. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა იოშიჰიდა სუგამ ორშაბათს პარლამენტის ქვედა პალატის ერთ-ერთ კომისიაში დებატების დროს განაცხადა.

“ჩვენ მზად ვართ, რომ რაც შეიძლება მალე დავასრულოთ ამ მოქალაქეების ვაქცინაცია”, – თქვა მან. პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ წლის განმავლობაში იაპონიის მთავრობა მიიღებს დაახლოებით 140 მილიონ დოზას ვაქცინას.

ორშაბათს, იაპონიის 47 პრეფექტურიდან 39-ში დაიწყო 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების ვაქცინაცია. ამისათვის ვაქცინაცია საავადმყოფოების გარდა, ტარდება საზოგადოებრივ დარბაზებსა და სტადიონებზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...