იაპონიაში 6,0 მაგნიტუდა სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

6.0 ბალიანი მიწისძვრა მოხდა წყნარ ოკეანეში, სამხრეთ იაპონიაში, კიუსიუს სანაპიროებთან. ცუნამის საფრთხე არ გამოცხადებულა. ამის შესახებ ქვეყნის მეტეოროლოგიური ოფისი იტყობინება.

მიწისძვრის ეპიცენტრი ოკეანის ფსკერზე, დაახლოებით 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. ბიძგები იგრძნობოდა კაგოშიმას, მიაძაკისა და კუმამოტოს პრეფექტურებში.

ნგრევის, დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად