იაპონიამ საგანგებო მდგომარეობა გაახანგრძლივა

იაპონიამ კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობა გაახანგრძლივა ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ათი კვირით ადრე.

სამი რეგიონი, სადაც მოსახლეობა შედარებით მრავალრიცხოვანია და ახალი შემთხვევების რაოდენობა ძალზე სწრაფად იზრდება, შეუერთდა ტოკიოს და ხუთ დანარჩენ პრეფექტურას, სადაც უკვე მოქმედებს კორონავირუსთან დაკავშირებული აკრძალვები მიმდინარე თვის ბოლომდე, – განაცხადა 14 მაისს პრემიერ-მინისტრმა იოშიჰიდა სუგამ.

იაპონია ცდილობს, შეანელოს ინფექციის გავრცელება ოლიმპიური თამაშების წინ, რის გამოც ქვეყნის სამედიცინო სისტემა ზეწოლის ქვეშაა.

იაპონიის მოსახლეობა სულ უფრო მეტ უკმაყოფილებას გამოთქვამს ვაქცინაციის ნელი პროცესისა და საგანგებო ვითარების არაერთხელ გამოცხადების გამო. ბევრნი შიშობენ, რომ ოლიმპიურ თამაშებს ეპიდემიის კიდევ უფრო გამწვავება შეუძლია და ისინი ეწინააღმდეგებიან მის მასპინძლობას. ტოკიოს ხელისუფლებას გადაეცა 351 ათასი ადამიანის მიერ ხელმოწერილი პეტიცია, რომელიც მოითხოვს, უარი ითქვას ოლიმპიურ თამაშებზე, რომლის დაწყება 23 ივლისისთვის არის დაგეგმილი.

ტოკიოში ოლიმპიადა 2020 წელს უნდა გამართულიყო, მაგრამ ის წელს ზაფხულისთვის გადმოიტანეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...