იაპონიამ 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ვებ-გვერდზე კურილის კუნძულები თავის ტერიტორიად დაასახელა

2020 წლის ოლიმპიური თამაშების ოფიციალურ ვებგვერდზე იტურუპის, კუნაშირის, შიკოტანის და ჰაბომაის კუნძულების ჯგუფი ნაჩვენებია, როგორც იაპონიის ტერიტორიის ნაწილი.

ინტერაქტიული რუქა ქვეყანაში ოლიმპიური თამაშების მარშრუტს აჩვენებს. მასზე მდებარე სამხრეთ კურილის კუნძულები ჰოკაიდოს პრეფექტურას მიეკუთვნება.
აგვისტოში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იაპონიის ელჩს, კურილის კუნძულებზე უვიზოდ მიმოსვლის დროს იაპონელი მონაწილეების მიერ ჩადენილ დარღვევებთან დაკავშირებით, საპროტესტო ნოტა გადასცა.
იაპონიის მთავრობამ საპროტესტო ნოტის მიღებაზე უარი განაცხადა და მოსკოვის მხრიდან ასეთი ნაბიჯი მიუღებლად მიიჩნია.
1 ივლისს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ “დიდი უცეულის” სამიტის ოფიციალურ ვიდეოში სამხრეთ კურილის კუნძული იაპონიის შემადგენლობაში იყო მითითებული. აღნიშნული ფაქტი რუსეთმა გააპროტესტა.
იაპონია სამხრეთ კურილის ტერიტორიაზე რუსეთის სუვერენიტეტს არ ცნობს.
მოსკოვის ოფიციალური პოზიციაა, რომ სამხრეთ კურილიის კუნძული მეორე მსოფლიო ომის შედეგად, სსრკ-ს ნაწილი გახდა. ამ კუნძულების სტატუსი განისაზღვრება 1945 წლის 11 თებერვლის შორეულ აღმოსავლეთში ყირიმის ხელშეკრულებით, 1945 წლის 26 ივნისის პოტსდამის დეკლარაციით, სან-ფრანცისკოს სამშვიდობო ხელშეკრულებით, რომელიც 1951 წლის 8 სექტემბერს გაფორმდა და გაერო-ს წესდების 107-ე მუხლით.
იაპონია ამ ტერიტორიას საკუთრებად განიხილავს და მიიჩნევს, რომ ეს 1855 წელს ვაჭრობისა და საზღვრების შესახებ ორმხრივი ტრაქტატის საფუძველზე დამტკიცდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად