იაპონია, სარაკეტო გაშვების გამო, ჩრდილოეთ კორეას პროტესტს უცხადებს

იაპონიის ხელისუფლებამ ჩრდილოეთ კორეის მისამართით პროტესტი გამოთქვა სარაკეტო გაშვების გამო.

24 აგვისტოს, დილით, ჩრდილოეთ კორეამ, თვის განმავლობაში რიგით მეშვიდე სარაკეტო გაშვება განახორციელა იაპონიის ზღვაში. ქვეყანამ დაახლოებით 380 კილომეტრის სიშორეზე ორი ჭურვი გაუშვა. ფრენის მაქსიმალური სიმაღლე 97 კილომეტრი იყო.

გაშვების შემდეგ, იაპონიის თავდაცვის მინისტრმა ტაკეში ივეამ გააკრიტიკა ჩრდილოეთ კორეა და გაშვებებს გაერო-ს უსაფრთხოების რეზოლუციის აშკარა დარღვევა უწოდა. იაპონიის ხელისუფლების ინფორმაციით, რაკეტებმა ქვეყნის ტერიტორიამდე ვერ მიაღწია.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ერთ-ერთი გაშვების შესახებ კომენტარის გაკეთებისას განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა იყენებს მოკლე რადიუსის რაკეტებს, რათა წინააღმდეგობაში არ მოვიდეს შეთანხმებასთან, რომელიც სინგაპურში, კიმ ჩენ ინთან გამართულ სამიტზე გაფორმდა. გარდა ამისა, ტრამპმა ისიც აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერისგან მიიღო წერილი, რომელშიც კიმ ჩენ ინი უკმაყოფილებას გამოთქვამს ამერიკელებისა და სამხრეთ კორეელების ერთობლივ საბრძოლო წვრთნებთან დაკავშირებით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად