იაპონია, პანდემიის პერიოდში, ქვეყნის ეკონომიკისთვის დამატებით 1 ტრილიონ აშშ დოლარს გამოყოფს

იაპონიის მთავრობა, მიმდინარე ფისკალური წლისთვის, დაახლოებით 100 ტრილიონი იენის ოდენობის (929 მილიარდი აშშ დოლარი) მეორე დამატებითი ბიუჯეტის მიღებას გეგმავს.

აღინიშნება, რომ ამ თანხების ნახევარზე მეტი წავა ბიზნესის დაკრედიტების ახალ პროგრამაზე, რომელსაც კორონავირუსის პანდემიის გამო დიდი პრობლემები შეექმნა. ასევე, ბიუჯეტში მოსალოდნელია ხელფასების და ქირის სუბსიდიები, იმ შემთხვევაში, თუ კერძო მეწარმეები საგანგებო რეჟიმის დროს იძულებულნი იყვნენ დროებით შეწყვიტათ თავიანთი მუშაობა.

გარდა ამისა, სახსრების ნაწილი წავა სამედიცინო ინსტიტუტების დასახმარებლად, პირველ რიგში, რეგიონებში, ასევე ფინანსური დახმარება გაეწევა უნივერსიტეტებს, რომლებმაც გადაწყვიტეს სწავლის საფასურის შემცირება.

აპრილის ბოლოს იაპონიამ დაამტკიცა დამატებითი ბიუჯეტი მიმდინარე ფისკალური წლისთვის (დაიწყო 2020 წლის 1 აპრილი) იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკას კორონავირუსული პანდემიის პერიოდში. ბიუჯეტის დამატებითი ნაწილის მოცულობაა 25,6 ტრილიონი იენი (237 მილიარდი აშშ დოლარი). თანხები გათვლილია იაპონიის ყველა მაცხოვრებელზე 100 ათასი იენის (930 აშშ დოლარი) ფულადი შემწეობის სახით. მიმდინარე ფისკალურ წელს, იაპონიის ბიუჯეტი შეადგენს 102,66 ტრილიონ იენს (947 მილიარდი აშშ დოლარი). ხარჯვითი ნაწილის ძირითადი წილი იხარჯება სოციალურ უზრუნველყოფაზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად