იაპონია მიანმარის გაჭირვებული მაცხოვრებლებისთვის 5,8 მილიონ დოლარს გამოყოფს

იაპონიის ხელისუფლებამ მიანმარის მაცხოვრებლებისთვის, რომლებიც ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების შემდეგ ცხოვრების პირობების გაუარესებას განიცდიან, დახმარების მიზნით 5,8 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა გადაწყვიტა. ამის შესახებ იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ სამშაბათს გამოქვეყნებულ შეტყობინებაშია ნათქვამი.

აღინიშნა, რომ გამოყოფილი თანხები მოხმარდება გაჭირვებულთა ყოველდღიური აუცილებელი პროდუქტებით მომარაგებას.

მიანმარის სამხედრო სარდლობამ 1 თებერვალს გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობის დაწესება ერთი წლით და ქვეყნის სამოქალაქო ხელმძღვანელობის გადაყენება. არმიის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ეს მიაწერეს მასშტაბურ გაყალბებას, რომელიც, მათი მტკიცებით, მოხდა 2020 წლის ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში. თებერვლის დასაწყისიდან ქვეყანაში გრძელდება საპროტესტო აქციები.

კომენტარები
იტვირთება...