იაპონია და აშშ ჩრდილოეთ კორეაზე ზეწოლის გაძლიერების შესახებ შეთანხმდა

იაპონიის საგარეო საქმეთა აზიისა და ოკეანეთის დეპარტამენტის დირექტორმა, რომელიც ქვეყნის წარმომადგენელია ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პრობლემის ექვსმხრივ მოლაპარაკებებზე, კენეძი კანაუგიმ და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჩრდილოეთ კორეის საკითხებში, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ჯოზეფ იუნმა, ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის გაშვება განიხილეს და ფხენიანზე ზეწოლის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"ორივე მხარე იზიარებს ჩრდილოეთ კორეის მაპროვოცირებელი ქმედების გაგრძელები დაუშვებლობას, და აგრეთვე მივედით ერთობლივ დასკვნამდე იმის შესახებ, რომ გავაგრძელოთ მჭიდრო ურთიერთქმედება, მათ შორის გაერო-ს პლატფორმაზე ორ ქვეყანას შორის, აგრეთვე იაპონიას, აშშ-სა და სამხრეთ კორეასთან.

გარდა ამისა, ორივე მხარემ დაადასტურა პოზიცია, რომ დიალოგი მხოლოდ დიალოგის გამო აზრს მოკლებულია და აუცილებელია ჩრდილოეთ კორეაზე ზეწოლის გაძლიერება", – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს ჩრდილოეთ კორეამ იდევ ერთი დაუდგენელი მოწყობილობა გამოსცადა, რომელიც, როგორც სამხრეთ კორეის სამხედროები მიიჩნევენ, საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტა "პუკიკსონ-2" იყო.

ქვეყნის შეიარაღებული შტაბის უფროსების შეფასებით, რაკეტა მაქსიმალურ სიმაღლეზე – 560 კილომეტრზე ავიდა. გაშვება პროვინცია ფხენან-ნამდოს დასავლეთ სანაპიროდან განხორციელდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...