იაპონელმა მილიარდერმა მთვარეზე გასაფრენად თანამგზავრი ქალის პოვნა გადაიფიქრა

იაპონელმა მილიარდერმა იუსაკუ მაედზავამ, რომელიც SpaceX– ის პირველი კოსმოსური ტურისტი იქნება, მთვარეზე გაფრენისას თანამგზავრი ქალის პოვნა გადაიფიქრა. ბიზნესმენი თავისი გადაწყვეტილების შესახებ მიკრობლოგ Twitter–ზე წერს.

44 წლის მაედზავამ განმარტა, რომ მან თანამგზავრის ძებნაზე უარი “პირადი მიზეზების გამო” განაცხადა.

29 იანვარს, მან იაპონურ ვებგვერდ AbemaTV- ს აცნობა, რომ ბიზნესმენი კოსმოსში გამგზავრებისას მეგობარ გოგოს ეძებდა. მაედზავამ ასევე დაწერა, რომ შოუში მონაწილეობის თაობაზე განაცხადი მინიმუმ  27,722-მა გოგომ წარადგინა.

მილიარდერმა აღნიშნა, რომ მისი გადაწყვეტილების გამო ბევრი ადამიანი იმედგაცრუებული დარჩა, როგორც ქალები, რომლებმაც განაცხადი შეიტანეს, ასევე AbemaTV– ის თანამშრომლები, რომლებიც შოუს დაწყებისთვის ემზადებოდნენ. მან თავისი საქციელისთვის ყველას ბოდიში მოუხადა.

შეყვარებულის ძებნის შესახებ, რომელთან ერთადაც ის მთვარეზე გაფრინდებოდა, ბიზნესმენმა 12 იანვარს, მიკრობლოგ “ტვიტერზე” დაწერა. განმცხადებლებს სხვადასხვა კრიტერიუმები უნდა დაეკმაყოფილებინათ: მაედზავა ეძებდა 20 წლის მარტოხელა გოგოებს, პოზიტიურსა და ენერგიულს. გარდა ამისა, ისინი დაინტერესებული უნდა ყოფილიყვნენ კოსმოსში მოგზაურობითა და მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნებით. თებერვალსა და მარტში ბიზნესმენმა პოტენციურ პარტნიორებთან დაგეგმილი შეხვედრების სერია გამართა. მთელი პროცესი AbemaTV– ს პირდაპირ ეთერში უნდა გადაეცა.

იუსაკუ მაედზავა კომპანია  SpaceX– ის პირველი კოსმოსური ტურისტი იქნება. როგორც 2018 წელს კომპანია იტყობინებოდა, ფრენა 2023 წელსაა დაგეგმილი. ექსპედიცია დაახლოებით ერთი კვირა გაგრძელდება.

იუსაკუ მაედზავა იაპონიაში ტანსაცმლის უდიდესი ქსელის Zozotown-ის დამფუძნებელია. Forbes-ის მონაცემებით, მისი ქონება 2 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად