იაპონელი ბიზნესმენი მთვარეზე გასამგზავრებლად მეგობარ გოგოს ეძებს

იაპონელმა მილიარდერმა იუსაკუ მაეზავამ გადაწყვიტა, სატელევიზიო შოუს საშუალებით მეგობარი გოგო იპოვოს და მასთან ერთად მთვარეზე, Starship-ის კოსმოსური ხომალდით გაფრინდეს, რომელიც ილონ მასკის SpaceX- მა შეიმუშავა.

ბიზნესმენმა ამის შესახებ თავის Twitter- ზე დაწერა.

მთვარეზე მათ გადაადგილებას იაპონური ვებ-გვერდი AbemaTV ეთერში გადასცემს.

როგორც პროექტის ვებ-გვერდზეა ნათქვამი, განმცხადებლები სხვადასხვა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ: უნდა იყვნენ 20 წლის და უფროსი ასაკის მარტოხელა გოგონები; ”ნათელი პიროვნებები”, პოზიტიურები; დაინტერესებული უნდა იყვნენ კოსმოსური ფრენებით და მზად იყვნენ, მონაწილეობა მიიღონ ამგვარი სახის ექსპედიციის მომზადებაში; ასევე, მსოფლიოში მშვიდობას მხარს უნდა უჭერდნენ.

როგორც ვებ-გვერდზეა აღნიშნული, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განცხადებების მიღება 17 იანვარს, იაპონიის დროით 10:00 საათამდეა შესაძლებელი. თებერვლისა და მარტის შუა რიცხვებში ბიზნესმენი თავის პოტენციურ მეგობარ ქალებთან შეხვედრების სერიას გამართავს. მარტის ბოლოს გაირკვევა, თუ რომელ გოგონას აარჩევს მილიარდერი.

44 წლის ბიზნესმენმა პროექტის ვებ-გვერდზე დაწერა, რომ თავს მარტოსულად გრძნობს, რის გამოც სიყვარულის პოვნა ამ გზით გადაწყვიტა.

იუსაკუ მაეზავა კომპანია SpaceX– ის პირველი კოსმოსური ტურისტი გახდება. ფრენა 2023 წლისთვისაა დაგეგმილი. როგორც კომპანია 2018 წელს იუწყებოდა, ექსპედიციის ჩატარებას დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდება.

იუსაკუ მაეზავა იაპონიაში უდიდესი ქსელის, ტანსაცმლის ონლაინ მაღაზია Zozotown- ის დამფუძნებელია. Forbes- ის თანახმად, მისი ქონება 2 მილიარდ დოლარს შეადგენს.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად