იაპონელებმა ქართველი მორაგბეების პატივსაცემად საქართველოს ჰიმნი შეასრულეს (ვიდეო)

2019 წლის მსოფლიო თასი, იაპონიაში 20 სექტემბერს დაიწყება და 2 ნოემბერს დასრულდება.

იაპონიის კუმაგაიას სკოლის მოსწავლეებმა, საქართველოს მორაგბეთა ნაკრების პატივსაცემად, ეროვნული ჰიმნი ქართულ ენაზე შეასრულეს.

ეს ვიდეო, იუთუბის არხზე 2018 წლის 13 სექტემბერს გამოქვეყნდა. იაპონია 2019 წელს რაგბის მსოფლიო თასს მასპინძლობს, სადაც საქართველო დანარჩენ 19 გუნდთან ერთად, პლანეტის საუკეთესო გუნდის ტიტულისთვის იბრძოლებს.

იაპონელებმა, ამ ჟესტით, საქართველოსა და ბორჯღალოსნების მიმართ პატივისცემა გამოხატეს.

2019 წლის მსოფლიო თასი, იაპონიაში 20 სექტემბერს დაიწყება და 2 ნოემბერს დასრულდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად