იანვრიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა – ბაღებში კვების რაციონი გაუმჯობესდება

იანვრიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა – ბაღებში კვების რაციონი გაუმჯობესდება.

ახალი სტანდარტების მიხედვით, კვება სამჯერადი იქნება, დაემატება ორჯერ წახემსება.

გურჯაანის მერიაში აცხადებენ, რომ სააღმზრდელო დაწესებულების ბიუჯეტი სავარაუდოდ 330 ათასი ლარით გაიზრდება, საიდანაც თანხის დიდი ნაწილი კვებას მოხმარდება.

„თანხა ძირითადად კვების რაციონისთვის არის გამოყოფილი. წლის განმავლობაში გვექნება საშუალება თანხების მობილიზება მოვახდინოთ ბიუჯეტში არის ამის საშუალება. დარჩენილი ნაწილით კი იმ ჯგუფებში, სადაც სათამაშოების სიმცირეა, მათი დამატება იგეგმება.“- განაცხადა გურჯაანის მერის მოადგილემ, ნიკა გეთიაშვილმა.

მისივე თქმით, არ არის გამორიცხული წლის განმავლობაში ბაგა-ბაღების ბიუჯეტი კიდევ გაიზარდოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად