იანვარში, არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა 216.81 მილიონი ლარით გაიზარდა

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2020 წლის პირველი თებერვლისათვის 26.47 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 216.81 მლნ ლარით, ანუ 0.83%-ით მეტია პირველი იანვრისათვის არსებულ მაჩვენებელზე.

იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 696.02 მლნ ლარით, ანუ 6.44%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 479.22 მლნ ლარით, ანუ 3.10%-ით შემცირდა.

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის 36.68 პროცენტი შეადგინა. პირველი იანვარის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.65 პროცენტული პუნქტით.

იანვარში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.89% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.47%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.67%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.50%, ხოლო ევროს წილმა 14.11% შეადგინა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად