იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 6.1%-ით გაიზარდა

2020 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 855.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 6.1 პროცენტით მეტია.

აქედან, ექსპორტი 526.3 მლნ. აშშ დოლარი იყო (4.5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1 328.7 მლნ. აშშ დოლარი (6.8 პროცენტით მეტი).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-თებერვალში 802.5 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.3 პროცენტი შეადგინა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად