იანვარ-თებერვალში ექსპორტი 26 პროცენტით შემცირდა

2015 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 1433 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 9 პროცენტით ნაკლებია. 

საქსტატის ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 324 მილიონი დოლარი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 26 პროცენტით ნაკლებია. შედარებისთვის, გასული წლის იანვარ-თებერვალში ექსპორტმა 440 მილიონი დოლარი შეადგინა. ქვეყნის ექსპორტი თებერვალში იანვართან შედარებით გაზრდილია, იანვარში განხორციელებული ექსპორტი 156 მილიონ დოლარს შეადგენდა, თებერვალში კი 167 მილიონ დოლარს.

იმპორტმა საანგარიშო პერიოდში 1109 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 2 პროცენტით ჩამორჩება.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარ-თებერვალში 786 მილიონი დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 55 პროცენტი შეადგინა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...