იანვარ-სექტემბერში, საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა რუსეთია, ხოლო საიმპორტო – თურქეთი

2019 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 72.6 პროცენტი შეადგინა.

უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: რუსეთი (371.1 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (355.1 მლნ. აშშ დოლარი) და სომხეთი (261.3 მლნ. აშშ დოლარი).

2019 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 65.9 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 138.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (661.4 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (647.2 მლნ. აშშ დოლარი).

2019 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.7 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 293.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 032.5 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (772.4 მლნ. აშშ დოლარი).

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად