“იანდექსმა” უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით ახალი ტექნოლოგია შეისყიდა

"იანდექსმა", თავისი ბარუზერის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, პეტერბურგში მდებარე კომპანია Agnitum-ის ტექნოლოგია შეისყიდა, – აღნიშნულის შესახებ თავად კომპანია "იანდექს" ავრცელებს ინფორმაციას.

ამას გარდა, "იანდექსმა" მოილაპარაკა კომპანია Agnitum-თან იმის შესახებ, რომ ანტივირუსების სპეციალისტები, სამუშაოდ პეტერბურგის ოფისში გადავლენ. გარიგების ღირებულება ჯერჯერობით ცნობილი არაა.

აღნიშნული შესყოდვა კომპანია "იანდექსის" ტექნოლოგიის განვითარებას შეუწყობს ხელს. ეს ტექნოლოგია მომხმარებელთა უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე მუშაობს, იცავს მათ პაროლების გატეხვისგან, საიტების დაბლოკვისა და თავიანთი ფაილების შემოწმებისაგან.

თავისი არსებობის მანძილზე, "იანდექსმა" 20-ზე მეტი კომპანია და სტარტაპი შეისყიდა, რომელთა უმრავლესობის გარიგების ღირებულება არ გავრცელებულა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად