იან კელი: თბილისი ჩემი სახლია (ვიდეო)

აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი იმ მიზეზების შესახებ საუბრობს, რატომაც შეუყვარდა თბილისი 40 წლის წინ, როდესაც სტუდენტი იყო და თუ რატომ გრძელდება ეს დღემდე. მისი თქმით, იმ სულისკვეთებას, დამოუკიდებლობასა და ტოლერანტობას, რაც ქართველ ხალხში მან 40 წლის წინ დაინახა და დააფასა, დღემდე ხედავს.

"არც კი მინდა ვაღიარო, რომ 40 წლის წინ დაიწყო. აქ სტუდენტობისას ჩამოვედი. აღტაცებული დამტოვა რამდენიმე რამემ. თბილისი ძალიან ცოცხალი, მულტიეთნიკური და ტოლერანტული ქალაქი იყო. თუმცა, ყველაზე მეტად ხალხის სულისკვეთებამ აღმაფრთოვანა. გამაოცა თუ როგორი თანამედროვე და დამოუკიდებლად მოაზროვნეები იყვნენ თბილისელები და ეს სულისკვეთება 40 წლის შემდეგაც გრძელდება. მე კვლავ ვხედავ მას თბილისში. ტოლერანტობის, დამოუკიდებლობისა და სიამაყის სულისკვეთებას.

მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია ვთქვა: თბილისი ჩემი სახლია… ან მეორე სახლი, ჩემი პირველი სახლი ჩიკაგოა, შტატებში. თბილისში ცხოვრება ჩემთვის შესანიშნავი გამოცდილება იყო", – აღნიშნავს კელი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად