იან კელი: საქართველო მტკიცეა თავის გადაწყვეტილებაში – იყოს დასავლური ქვეყანა

აშშ-ს ელჩი იან კელი მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი.

“დარწმუნებული ვარ, საქართველო მტკიცეა თავის გადაწყვეტილებაში იყოს დასავლური ქვეყანა. ამავე დროს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ საკმაოდ რთული გეოგრაფიულ გარემოში უწევს ქვეყანას არსებობა. შესაბამისად, მოწყობაც უნდა იყოს მორგებული ამ გარემოზე. ჩვენ გვჯერა, საქართველო მტკიცეა თავის გადაწყვეტილებაში რომ მისი მომავალი მტკიცედაა მიმართული დასავლეთისკენ”. – განაცხადა ამერიკის ელჩმა იან კელიმ.

მან ასე ტელეკომპანია “რუსთავი 2″ – ის კითხვას უპასუხა ევრაზიული კავშირის კვლევასთან დაკავშირებით. რუსთავი 2 -ის განცხადებით: გავრცელდა ევრაზიული კავშირის კვლევა რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს რომ საჭიროების შემთხვევაში დახმარებას მოელის ჯერ ევროკავშირისგან, შემდეგ ევრაზიისგან და შემდეგ კი ამერიკისგან.

ამასთან დაკავშირებით იან კელიმ განაცხადა, რომ აღნიშნულ კვლევას არ იცნობს და შესაბამისად, კომენტარს ვერ გააკეთებს.

ავტორი: ნათია მაჭარაშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...