იან კელი: პარლამენტმა უნდა იკისროს ზედამხედველობის როლი აღმასრულებელ ხელისუფლებაზე

"ძალიან დიდი ქარი უბერავდა თქვენი მოძრაობის საწინააღმდეგოდ, მაგრამ თქვენ ამ გამოწვევებს მედგრად დაუდექით, ძალიან ბევრს მიაღწიეთ", –ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, ახლა საქართველოს დაუდგა ის დრო, როცა დემოკრატიული ინსტიტუციების ჩამოყალიბებიდან გადავიდეს ნამდვილად დამოუკიდებელი მმართველობის ინსტიტუციების ჩამოყალიბებაზე. 

"მე ამერიკელი ვარ და ნამდვილად კარგად მესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ცალკე მდგომი მაგრამ თანაბრად დაოუკიდებელი შტოების ქონა. 

აუციელებლია, პარლამენტმა იკისროს თავის თავზე საპარლამენტო ზედამხედველობის როლი აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, ასევე უნდა ჰქონდეს ძალიან კარგი ურთიერთობა და თანამშრომლობა სასამართლო სისტემასთან, რომელიც არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი იმისათვის, რომ მოსამართლემ გამოიტანას გადაწყვეტილება, რომელიც აბსულუტურად არ არის კავშირში აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ნაკარნახევი. იცით თქვენ, მე რასაც ვგულისხმობ, უნდა იყოს, სამივე შტო დამოუკიდებელი, თანასწორი.

ჩვენ კარგად გვესმის რა გამოწვევების წინაშე დგახართ და რასაც მიაღწიეთ, ჩვენ ვდგავართ თქვენს გვერდით და ველით, რომ კიდევ წინ წახვალთ",-განაცხადა იან კელიმ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად