იან კელი: ბოლო 25 წლის განმავლობაში ამერიკამ საქართველოში 4 მილიარდზე მეტი ინვესტიცია ჩადო

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, იან კელმა დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველო-ამერიკის ურთიერთობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დიდი პატივია საქართველოსნაირ ქვეყანაში წარმოადგენდე ამერიკას. ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობები სისხლით და ხორცითაა ჩამოყალიბებული.

"ყოველთვის დიდი პატივია რომ ხარ ელჩი და წარმოადგენ შენ ქვეყანას, მაგრამ კიდევ უფრო დიდი პატივია, როცა ხარ ელჩი და წარმოადგენ ქვეყანას აქ, საქართველოში. ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები საქართველოსთან, რომელიც ჩამოყალიბებულია და შექმნილია სისხლით და ხორცით. იმიტომ რომ მხარდამხარ ამერიკელები და ქართველები იბრძვიან ძალიან მძიმე პირობებში, ისეთ დგილებში რომელიც არის ერაყი და ავღანეთი, ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ. ეს არის ძალიან დიდი პატივი, რადგან ამერიკის შეერთებული შტაბების ხალხმა ძალიან დიდი ინვესტიცია ჩადო საქართველოში 4 მილიარდზე მეტი ბოლო 25 წლის განმავლობაში და ეს ყველაფერი განხორციელდა სხვადსხვა ამერიკული სააგენტოების მონაწილეობით. ჩვენ არ ვამბობთ რომ ამერიკელები კარგები ვართ და ალტრუისტები ვართ, კი ვართ, მაგრამ ეს ყველაფერი გაკეთებულია იმისათვის რომ დაცილი იქნას ძალიან მნიშვნეოვანი პრინციპი ეს არის პრინციპი თავისუფლების", – განაცხადა იან კელმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად