იაკუტიაში ვერტმფრენი დაიკარგა

იაკუტიაში ხაზზე აღარ გადის ვერტმფრენ Eurocopter-ის პილოტი, რომელიც რეისს ასრულებდა.

ვერტმფრენს აიამას ტბაზე უნდ აგადაეფრინა, შემდეგ კი უნდა დამჯდარიყო. პილოტის გარდა, ბორტზე იმყოფება ორი მგზავრი.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საგანგებო შუქურა არ ჩართულა, მფრინავი უბრალოდ, რეისის შესრულების დროს კონკრეტული მომენტიდან ხაზზე აღარ გადის.

დაკარგული ვერტმფრენის საძებნელად გაგზავნილია იმავე კომპანიის ვერტმფრენი და კიდევ ერთი – Robinson-ი. ორივე მათგანი კერძო კომპანიას ეკუთვნის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად