იაკობ ქაჯაიამ რუსი ანდრეი სემიონოვი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 130 კგ წონითი კატეგორიის მოჭიდავეებმა მეოთხედფინალური შეხვედრები გამართეს

იაკობ ქაჯაიას მეტოქე მეოთხედფინალში რუსი ანდრეი სემიონოვი იყო.

პირველ პერიოდში მსაჯებმა ქაჯაია ჩააყენეს პარტერში და რუსი სპორტსმენი ქულით დაწინაურდა.

მეორე პერიოდში იაკობ ქაჯაიამ პარტერში ჩაყენებული მეტოქის დატრიალება შეძლო, 3:1 დაწინაურდა და ეს ანგარიში ბოლომდე შეინარჩუნა.

ნახევარფინალში იაკობ ქაჯაიას მეტოქე ჩილელი იასმანი აკოსტა ფერნანდესი იქნება

კომენტარები
იტვირთება...