იაკობ ქაჯაიამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, საქართველოს ნაკრებმა კი გუნდური მე-3 ადგილი

ყაზახეთის ქალაქ ნურ-სულთანში დასრულდა მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.

დასკვნით ეტაპზე ყველაზე მძიმე 130 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოდა ქართველი ფალავანი იაკობ ქაჯაია. გერმანელი ედუარდ პოპთან შეხვედრასიმან შეძლო გამარჯვების მოპოვება (5:0) და უკვე მოპოვებულ ოლიმპიორი თამაშების ლიცენზიასთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ამრიგად, ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ნურ-სულთანში ორი ოქროს (55კგ – ნუგზარ წურწუმია და 82 კგ ლაშა გობაძე) და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. მოიპოვეს. 97კგ წონითი კატეგორიის მოჭიდავე გიორგი მელიამ კი, რომელიც ექვსეულში მოხვდა, იაკობ ქაჯაიასთან ერთად ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა.

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 79 ქულით მე-3 ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ ადგილი დაიკავა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ქართველი ბერძნულ-რომაული სტილი მოჭიდავეები გუნდურ ჩათვლაში სულ სამჯერ იყვნენ პრიზიორთა შორის:

2003 წელს, საფრანგეთში – 1 ადგილი;
2002 წელს რუსეთში – მე-2 ადგილი;
2007 წელს აზერბაიჯანში – მე-3 ადგილი.

29 ქართველ კლასიკოსს 1953 წლიდან დღემდე გამართულ 49 მსოფლიო ჩემპიონატზე სულ მოპოვებული აქვს 24 ოქროს, 9 ვერცხლის და 15 ბრინჯაოს მედალი.

აქედან დამოუკიდებლობის მოპოვებამდე გამართულ 27 მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებულია 18 ოქროს, 4 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი, ხოლო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ გამართულ 21 მსოფლიო ჩემპიონატზე კი 6 ოქროს, 5 ვერცხლის და 12 ბრინჯაოს მედალი.

მსოფლიო ჩემპიონატის 24 ოქროს მედალი 15 ქართველი კლასიკური სტილით მოჭიდავის მიერ არის მოპოვებული:

1966, 1967, 1969, 1970 – რომან რურუა;
1953, 1955, 1958 – გურამ კარტოზია;
1958, 1962, 1963 – როსტომ აბაშიძე;
1978 1981 – გურამ ბლაგიძე;
1982, 1983 – თეიმურაზ აფხაზავა;
1961 – ავთანდილ ქორიძე;
1981 – მიხეილ სალაძე;
1982 – თემო ყაზარაშვილი;
1987 – გურამ გედეხაური;
2001 – მუხრან ვახტანგაძე;
2003 – მანუჩარ კვირკველია;
2007- დავით ბედინაძე;
2007 – რამაზ ნოზაძე;
2019 – ნუგზარ წურწუმია;
2019 – ლაშა გობაძე.

მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელები არიან:

2009, 2011 – მანუჩარ ცხადაია;
1962 – ომარ ეგაძე;
1963 – რომან გვანცელაძე;
1969 – ომარ ბლიაძე;
1974 – შოთა მორჩილაძე;
1994 – ბაკურ გოგიტიძე;
2002 – ბადრი ხასაია;
2006 – დავით ბედინაძე.

მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელები არიან:

2002, 2006 – მანუჩარ კვირკველია;
2017, 2018 – რობერტ კობლიაშვილი;
1973 – შოთა მორჩილაძე;
1974 – იოსებ ბერიშვილი;
1983 – თემო ყაზარაშვილი;
1993 – თენგიზ თედორაძე;
1994 – გელა პაპაშვილი;;
2003 – რამაზ ნოზაძე;
2007 – ბადრი ხასაია;
2015 – ლაშა გობაძე;
2017 – რევაზ ბადარეიშვილი;
2018 – ნუგზარ წურწუმია;
2019 – იაკობ ქაჯაია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად