იაკობ ქაჯაია ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა

ბუქარესტში მომდინარე ევროპის პირველობაზე ჭიდაობაში დღევანდელი დღე 130 კგ წონითი კატეგორიის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ფინალური შეხვედრით დასრულდა.

ხალიჩაზე ერთმანეთს იაკობ ქაჯაია და თურქი რიზა კაიაპლი შეერკინენ. მსოფლიოს სამგზის და ევროპის შვიდგზის ჩემპიონი თურქი მოჭიდავე ამჯერადაც მოწოდების სიმაღლეზე იყო და 3:0 გაიმარჯვა.

იაკობ ქაჯაია ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ამრიგად, ხუთ წონით კატეგორიაში დასრულებული ასპარეზობის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს (63 კგ – ლევან ქავჟარაძე) მედალი აქვს.

ხვალ 82 კგ წონაში ლაშა გობაძე ოქროს მედლისთვის იჭიდავებს, ხოლო 67 კგ წონაში საჩინო დავითაია შეეცდება ბრინჯაოს მედლის მოპოვებას

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად