იაკობ ქაჯაია ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანია

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე დასრულდა ფინალური შეხვედრა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის 130 კგ წონით კატეგორიაში.

იაკობ ქაჯაიას მეტოქე ლეგენდარული კუბელ მოჭიდავე, პეკინის, ლონდონის და რიოს ოლიმპიური თამაშების და 5-გზის მსოფლიო ჩემპიონი, მიხაინ ლოპეს ნუნიესი იყო.

პირველ პერიოდში მსაჯებმა იაკობ ქაჯაია ჩააყენეს პარტერში, საიდანაც კუბელმა +2 ქულის აღება შეძლო და  პირველი პერიოდი 3:0 მოიგო.

მეორე პერიოდში კუბელმა კიდევ 2 ქულა (1+1) აიღო, 5:0 გაიმარჯვა და ზედიზედ მე-4 ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა ოქროს მედალი.

იაკობ ქაჯაია ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
  

კომენტარები
იტვირთება...