იაკობ ქაჯაია ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს მესამე ბრინჯაოს მედალი იაკობ ქაჯაიამ (125კგ) მოუტანა, რომელმაც მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ბულგარელი მეტოდიევი 5:0 დაამარცხა.

ქაჯაიამდე, პირველი მედალი საქართველოს ნუგზარ წურწუმიამ (55კგ) მოუტანა, რომელმაც რუსს ვასილი ტოპოევს სძლია.

რობერტ კობლიაშვილმა კი ევროპირველობა ტრიუმფით დაასრულა, ოქროს მედალი და ჩემპიონის ტიტული დაიმსახურა. კობლიაშვილმა, ფინალში, მიკერძოებულ მსაჯებსა და მეტოქეს ერთად სძლია და თავის კარიერაში ევროპის ჩემმპიონის ტიტულს პირველად დაეუფლა, აქამდე ის ვიცე-ჩემპიონი იყო.

ამრიგად, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს პირველი საშეჯიბრო დღის შემდეგ სამი – ერთი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედალი აქვს. 

კონტინენტის პირველობის მეორე საშეჯიბრო დღეს, ფინალში ჭიდაობის უფლება მოიპოვა შმაგი ბოლქვაძემ, ხოლო ბრინჯაოსთვის იბრძოლებენ იური ლომაძე და დავით ჩხრატიშვილი. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად