იაკობ ბრეგვაძე: შაქარაშვილი ხალისიანი იყო, ჩხუბის მერე ძალიან გაკვირვებული იყო… კამერა არ ამომიღია

შაქარაშვილი ხალისიანი იყო, ჩხუბის მერე ძალიან გაკვირვებული იყო… კამერა არ ამომიღია, – ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ გადაცემა “რეაქციისთვის” მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა და ტრაგედიის ღამის დეტალებს გაიხსენა.

“გიორგი შაქარაშვილი დაბადების დღეზე გავიცანი. ძალიან კომინიკაბელური, ხალისიანი და კარგი ადამიანი იყო. სანამ ჩხუბი მოხდებოდა ასე იყო. ჩხუბის დროს გასული იყო და აშველებდა. მე შიგნით ვიყავი და რა ხდება-მეთქი და ასეთი რამე პირველად ვნახეო. გაკვირვებული იყო, რომ ასეთი რამე ხდებოდა 21-ე საუკუნის საქართველოში. რომ მოვდიოდით, ვხუმრობდით. დროის გასაყვანად ვაკეთებდით, ვღადაობდით ჩვენთვის.

დაბადების დღეზე არ დამინახავს ვინმე გაბრაზებული ხომ არ იყო. ასე რომ ყოფილიყო, ვინმე დაარტყამდა, რაც ასე არ მომხდარა. აქ რატომ გაიმეტეს ასე, ეს მე არ ვიცი”, – განაცხადა იაკობ ბრეგვაძემ.

კითხვაზე, სად წავიდა დაბადების დღის ფოტოები? – პასუხობს:

“იყო ფოტოები? ორი ჩიპი ჰქონდაო იძახდნენ, ასე ვცვლიდი ჩიპებს? მე კამერაც კი არ ამომიღია დაბადების დღეზე. განათება მეჭირა, კამერა არ ამომიღია. პროფესიული თვალსაზრისით რა უნდა გადამეღო”, – განაცხადა იაკობ ბრეგვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად