იაკობ ბრეგვაძე: პატრულს მანქანაში ჩაჯდომამდე მოვუყევი ის, რაც 112-ს ვუთხარი, თქვეს აწი რაღა უნდა ვქნათო

პატრულს მანქანაში ჩაჯდომამდე მოვუყევი ის, რაც 112-ს ვუთხარი, თქვეს აწი რაღა უნდა ვქნათო, – ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ გადაცემა “რეაქციისთვის” მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა და ტრაგედიის ღამის დეტალებს გაიხსენა.

“გზის იქითა მხარეს იყო ერთი ბიჭი, ანუ ბათუმისკენ მიმავალ გზაზე თეთრი პერანგი ეცვა, რომელიც როგორც შემდეგ გაირკვა ახვლედიანი იყო. ორი ბიჭი მისდევდა თუ ჩვენთან ვინც იყვნენ, ორი გადადიოდა და კიდევ ორი მისდევდა. სულ ხუთნი იყვნენ. წინ რამდენი იყვნენ და უკან რამდენი ეს ზუსტად არ მახსოვს”, – განაცხადა იაკობ ბრეგვაძემ.

კითხვაზე, რატომ გააუქმა ზარი 112-ში? – იაკობ ბრეგვაძე ასე პასუხობს:

“აქედან როდესაც ჩავედი არავინ არ იყო. არც მანქანა არ იყო, არც ის ბიჭები არ იყვნენ. რამდენ ხანში ჩავედი, ამას ვერ აღვიდგენ, დროს ვერ აღვიქვამდი. მე ვუთხარი, რომ აზრი აღარ აქვს-მეთქი.

გზაში არაფერი არ მომიყოლია. სანამ ჟავჯდებოდი მანქანაში მანამ მოვუყევი. რაც 112-ს მოვუყევი, ზუსტად ის ვუთხარი პატრულსაც. ახლა რა ხდებაო და არც არავინ აღარაა-მეთქი,  და აწი რაღა უნდა ვქნათო და მეთქი თუ თბილისში მიდიხართ, გამოგყვებით-მეთქი და წამომიყვანეს”, – განაცხადა იაკობ ბრეგვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად