იაკობ ბრეგვაძე: მშენებარე კორპუსში როცა ვიყავი გოგოებს ველაპარაკე მესენჯერში, ვუთხარი მოვდივართ-მეთქი, მითხრეს, რომ ყველაფერი ვიცითო

მშენებარე კორპუსში როცა ვიყავი გოგოებს ველაპარაკე მესენჯერში, ვუთხარი მოვდივართ-მეთქი, მითხრეს, რომ ყველაფერი ვიცითო, – ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ გადაცემა “რეაქციისთვის” მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა და ტრაგედიის ღამის დეტალებს გაიხსენა.

“დიახ, როდესაც იმ ოთახში ვიყავი, რომელიც წეღან გაჩვენეთ, იქიდან დავრეკე 112-ში. რაც ველაპარაკეთ კი იცით. მერე ჩავედი და კიდევ ერთხელ დავრეკე. აქ უკვე ოთახში მესენჯერში ველაპარაკებოდი და ვუთხარი, რომ მოვდივართო რომ არ ენერვიულათ. გოგოები ერთად იყვნენ. ანი გაბეჩავამ მითხრა, რომ ყველაფერი ვიცით, რაც ხდებაო. ყველამ დეტალურად არ იცოდნენ, მაგრამ ვიცით, რომ იჩხუბეთო და მგონი ქათამაძე ნაცემიაო. წუთები გავიდა ამ პერიოდში”, – განაცხადა იაკობ ბრეგვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად