იაკობ ბრეგვაძე: მანქანა რომ გაჩერდა ერთ ბიჭს რკინა ეჭირა ხელში, მეორემ ქვა აიღო… მე გავიქეცი

გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე გადაცემა “რეაქციისთვის” მიცემულ ინტერვიუში საუბრობს და ტრაგედიის ღამის დეტალებს იხსენებს:

“მანქანა გაჩერდა იმ ქვაფენილი რომ არის დაახლოებით მანდ. თავიდან მეგონა, რომ ავტოსტოპზე გაჩერდა, რადგანაც ავტოსტოპზე ვიყავით ბიჭები, მაგრამ რომ გადმოვიდნენ ერთს რკინა ეჭირა, მეორეს ქვა. მე ცალკე გავიქეცი, გვერდზე გადავხტი. აქ რა დროს გაიქცნენ, არ მახსოვს. როგორც მერე დავინახე თბილისის მიმართულებით. მანქანიდან 6 ადამიანი გადმოვიდა. გადმოვიდნენ და ერთს რკინა რომ ეჭირა, მეორემ ქვა აიღო, მივხვდი, რომ ჩხუბისთვის გადმოვიდნენ. გადავხტი და მერე ავედი მშენებარე შენობაში. კიბეებიდან ჩამოვიხედე და არავინ არ მოგვდევდა.

მერე შევედი მშენებარე ოთახში, დავდე კამერა და გადავიხედე გადასახტომი თუ იყო რამე. გადავიხედე დაბლა კიბეებიდან და გავიხედე მანქანა თუ იყო. დავინახე ორი ბიჭი. ერთი იდგა, მეორე მგონი ჩაკუზული იყო. მაგ დროს მეორე მანქანა მოვიდა. როგორც მერე ვნახე, გიორგი შაქარაშვილი იყო რომელიც იდგა და გიორგი ქათამაძე ნაცემი იყო. მერე წამოვედი აქეთ და აივანზე გავედი”, – განაცხადა იაკობ ბრეგვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად