იაგო ხვიჩია: ვუსმენდი გრიგოლ ვაშაძეს და ყველაფერი ვერ გავიგე, ალბათ დიპლომატების ენა არ მესმის

ასე განაცხადა “გირჩის” წარმომადგენელმა იაგო ხვიჩიამ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებაზე, თითქოს დაიწყო რაღაც საუბარი დიპლომატებთან ერთად ინტერვიუზე დიალოგზე და ჩაიშალა.

“მე მგონი, საუბარი ჩაშლილი დიალოგის შესახებ, მინიმუმ, გადაჭარბებულია. შეიძლება საუბარი იყო მომავალი დიალოგის შესახებ, მაგრამ დიალოგი იყო და ჩაიშალა, გადაჭარბებულია. შეიძლება ვცდები, ბატონ გრიგოლს რამე თავისი ინფორმაცია ჰქონდა, მაგრამ უნდა გვითხრას ვინ ჩაშალა, ვინ არის ამაში დამნაშავე.

მე რომ მქონოდა ინფორმაცია იმაზე, დიალოგი ვინ ჩაშალა, მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ვიტყოდი, რომ ესა და ეს კაცი არის დამნაშავე ამაში. მე არ მესმის დიპლომატების ენა, როგორც ჩანს. კი ვუსმენდი ბატონ გრიგოლს თქვენთან, მაგრამ ყველაფერი ვერ გავიგე”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ ტვ “რუსთავი 2”-თან.

გრიგოლ ვაშაძემ “ღამის კურიერში” ექსკლუზიური ინტერვიუს დროს განმარტა, რომ მისი სკანდალური განცხადების გაკეთების მოტივი იყო ის, რომ თითქმის მომზადებული დიალოგი ჩაიშალა.

“ამ განცხადების გაკეთების ბოლო ჩახმახი ის იყო, რომ თითქმის მომზადებული დიალოგი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ჩართულობით ჩაიშალა. ყოველდღე და თან არაერთხელ, მე პირადად ვიყავი კომუნიკატორი ოპოზიციიდან, საელჩოებთან ამ საკითხებზე. არ მაქვს ნებართვა, ეს დიპლომატიური წარმომადგენლები დავასახელო, მაგრამ მათ საქართველოზე გული, ჩვენზე არანაკლებად შესტკივათ”, – აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.

არიან თუ არა ამ ეტაპზე ოპოზიციასა და ხელისუფლების წევრებს შორის მოლაპარაკებებისთვის შუამავლები, ამაზე გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ უკვე ეს აღარ იცის, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ აქამდე ყველაფერი მომზადებული იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად