იაგო ხვიჩია: თუ სააკაშვილი ჩამოვა, მას ახალნაყიდი პორშეთი დავხვდებით და პარლამენტში წავიყვანთ

ათეულზე მეტჯერ როცა იტყვი, ჩამოვდივარო და არ ჩამოდიხარ, ჩემნაირ სკეპტიკურ ადამიანებს შეიძლება, ეჭვი გაუჩნდეთ, რომ ამჯერადაც შეიძლება ვერ ჩამოვიდეს”, – ამის შესახებ “გირჩის” თავმჯდომარემ, პარლამენტარმა იაგო ხვიჩიამ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„მიხეილ სააკაშვილი თუ საქართველოში ჩამოვა, პირობას ვდებთ, რომ მას ახალნაყიდი ელექტრო „პორშეთი“ დავხდებით და პარლამენტში მოვიყვანთ. ამ ფაქტის მიმართ ცოტა სკეპტიკურები ვართ, მაგრამ ის ამ ნაბიჯს თუ გადადგამს, მზად ვართ, ჩვენი კოლეგა მივაცილოთ მის ოფისამდე ან პარლამენტამდე.

არ მინდა, ჩვენს კოლეგებს თავი უხერხულად ვაგრძნობინო, მაგრამ ათეულზე მეტჯერ როცა იტყვი, ჩამოვდივარო და არ ჩამოდიხარ, ჩემნაირ სკეპტიკურ ადამიანებს შეიძლება, ეჭვი გაუჩნდეთ, რომ ამჯერადაც შეიძლება ვერ ჩამოვიდეს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, არჩევნებზე საქართველოში ჩამოვა.

კომენტარები
იტვირთება...