იაგო ხვიჩია: თუ ადგილობრივ არჩევნებს ოპოზიცია აგებს, რა ლეგიტიმაციით ვითხოვთ ახალ არჩევნებს?

ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩიამ “გირჩის” და “მოქალაქეების” კონსულტაციის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა და აღნიშნა, რომ ოპოზიციურ პარტიებთან კორექტული ურთიერთობების გაღრმავებას აპირებს.

“თუ ადგილობრივ არჩევნებს ოპოზიცია აგებს, რა ლეგიტიმაციით ვითხოვთ ახალ არჩევნებს? ხოლო თუ ოპოზიცია ადგილობრივ არჩევნებს იგებს და ამის შემდეგ ტარდება ახალი არჩევნები, რა არის ამაში პრობლემური და უსამართლო? ასევე, რატომ გამოჩნდება ოპოზიცია აქ დამარცხებული და დამცირებული?

ვისაც არ უნდა შევხვედროდი, ყველა პოლიტიკური პარტიიდან, არავის უთქვამს ჩემთვის, რომ მე სისულელეებს ვლაპარაკობდი და ეს არ უნდა გამეგრძელებინა. ამასთან დაკავშირებით, ჩვენს შორის კორექტული ურთიერთობები არსებობს. გვინდა გავაღრმავოთ ეს ურთიერთობები და გავიგოთ, მათი წუხილები, ვგულისხმობ სხვა პოლიტიკურ პარტიებს”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად