იაგო ხვიჩია: თაკო ჩარკვიანი ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ უნდა დაელაპარაკოს, რადგან სააკაშვილის მარშრუტი მათზეა დამოკიდებული

თაკო ჩარკვიანი ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ უნდა დაელაპარაკოს, რადგან სააკაშვილის მარშრუტი მათზეა დამოკიდებული, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ მოძრაობის ძირითადი დანიშნულება „ქართულ ოცნებასთან“ ლაპარაკი იქნება, რადგან ერთად გეგმავენ მიხეილ სააკაშვილის მარშრუტს.

„ჩემი აზრით, ამ მარშრუტის საკნამდე მისვლა რომ ნდომოდა, რამენაირად მივიდოდა, მაგრამ ეს მგონია, რომ ადამიანების ემოციებამდე მიდის, მაქსიმუმ საზღვრამდე მოიყვანონ მიშა, რათა ხალხი დაძაბონ, გამოვიდნენ და მიშას წინააღმდეგ ხმა მისცენ. პარტიის შიდა ინფრასტრუქტურას არ ვიცნობ, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებობენ ნამუსიანი ადამიანები, რომელთაც ამ თემაზე საჯარო საუბარი არ უყვართ და საჯაროდ არ ამბობენ, რომ ველოდებით, მიშა ჩამოვა ზეგო. ასეთი ხალხი არსებობს და ეს დასაფასებელია. თაკო ჩარკვიანის განცხადება არის წინასაარჩევნო“, – განაცხადა ხვიჩიამ.

თაკო ჩარკვიანმა დღეს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის დასაბრუნებლად ორგანიზაციას აფუძნებს. მიხეილ სააკაშვილის დასაბრუნებლად თაკო ჩარკვიანი ორგანიზაციას აფუძნებს: ის არის ბრწყინვალე რეფორმატორი – მან ეს უკვე დაამტკიცა

კომენტარები
იტვირთება...