იაგო ხვიჩია: შესაძლოა “ოცნებამ” სააკაშვილს თავისუფლება პოლიტიკიდან წასვლის სანაცვლოდ შესთავაზოს, ეს ვერსია პატრიარქის ქადაგებამ გამიჩინა

შესაძლოა “ოცნებამ” სააკაშვილს თავისუფლება პოლიტიკიდან წასვლის სანაცვლოდ შესთავაზოს, ეს ვერსია პატრიარქის ქადაგებამ გამიჩინა, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“ვუშვებ ასეთ ვერსიას, რომ “ოცნების” თავში იყოს ასეთი ვერსია, რომ მიხეილ სააკაშვილი წავიდეს, პოლიტიკას დაემშვიდობოს და ამის სანაცვლოდ თავისუფლება მიიღოს. სხვას ვერაფერს ვფიქრობ, რა შეიძლება იყოს ირაკლი კობახიძის ამ განცხადებების უკან.

მე ეს ვერსია გამიჩინა პატრიარქის გუშინდელმა განცხადებამ, ქადაგებამ, სადაც სინანულზე და მის აუცილებლობაზე იყო საუბარი. ამას დაემთხვა კობახიძის მშვიდი ტონი იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპელები გვირჩევენ სიტუაციის განმუხტვას. განმუხტვა მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნის პირობებში არ გამოვა.

ერთი ვარიანტია, რომ ის დაუბრუნდეს საწყის მდგომარეობას რაც იყო, რაც ჩემი ვერსიის გაგრძელებაა და მეორე, პატრიარქის გუშინდელი ქადაგებიდან გამომდინარე ჩავთვალე, რომ ეს შემთხვევით არ უთქვამს პატრიარქს. აქედან გამომდინარე ვუშვებ ამ ვერსიასაც, რომ ამაზე იყოს საუბარი, თუმცა ეს მხოლოდ ვერსიებია”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კომენტარები
იტვირთება...