იაგო ხვიჩია: საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ადამიანები იხსნას ლეგალური მონობისაგან

ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ "ტვ პირველის" გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.

"მე შეთავაზება მაქვს მართლმადიდებლური ეკლესიისთვის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ის გააკეთონ მათაც და პირობას ვდებ, რომ ჩვენ ამ ნაწილში მუშაობას შევაჩერბთ. ჩვენმა ეკლესიამ შეიძლება გააგრძელოს მუშაობა, ეკლესიის შიდა საქმეებში არ ვერევი, მაგრამ საქართველოს მართლმაიდებლურმა ეკლესიამ იხსნას ადამიანები ლეგალური, კანონით დადგენილი მონობისგან და ამით გადაარჩინოს მათი სულები. თუ ამაზეა ლაპარაკი. 

რაც შეეხება იმას, ელექტროლაურად დავკარგავთ თუ არა რამეს, "გირჩი" ჩვეულებრივი პარტია არ არის. არაჩვეულებრივები პირდაპირი გაგებით. ჩვენ სხვანაირი პარტია ვართ. ჩვენ არ ვმუშაობთ კლასიკური ქართული გაგებით ამომრჩეველზე", – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, გადაცემაში "გირჩის" მიერ დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაციის "ბიბლიური თავისუფლების" შესახებ მიმდინარეობს მსჯელობა. ორგანიზაცია ახალგაზრდებს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებაში ეხმარება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...