იაგო ხვიჩია: სააკაშვილს მოსაწვევს მე ვერ გავუგზავნი და ვერც საქართველოში ჩამოსვლას დავუშლი

სააკაშვილს მოსაწვევს მე ვერ გავუგზავნი და ვერც საქართველოში ჩამოსვლას დავუშლი, – ასე უპასუხა “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ “აიპრესის” კითხვას – მიმართავენ თუ არა სააკაშვილს თხოვნით საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით.

„მე მგონი ეს არასერიოზულია. მიხეილ სააკაშვილს მე ვერ დავუშლი საქართველოში ჩამოსვლას და ვერც იმის საჭიროებას ვხედავ, რომ მოსაწვევი მე გავუგზავნო. მე საერთოდ ვერ ვხვდები, რა შუაში ვარ ამ პროცესთან. ზოგადად, მე მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილიც, ბიძინა ივანიშვილიც და ყველა სხვა პოლიტიკური ლიდერი ამ ქვეყანაში უნდა ცხოვრობდნენ, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში მოწვევასთან მე რა შუაში ვარ, ვერ ვხვდები.

შეთანხმებები სიტყვით გამოსვლით არ ხდება. მე წინააღმდეგი კი არ ვარ, რომ ჩამოვიდეს, მაგრამ მე არ მინდა, რომ რამე შუაში ვიყო ამ პროცესთან”, – თქვა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, ამ საკითხზე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: “თუ ოპოზიცია გადაწყვეტს და ჩემი ჩამოსვლით ხელს არ შევუშლი, რა თქმა უნდა, სანამ მათი პარლამენტის ინაუგურაცია იქნება, რეისები არის, ლეგალური უფლება მაქვს დაბრუნების, ბილეთს ავიღებ, მოვიწვევ, ვისაც ჩემთან ერთად უნდა წამოსვლა, მაგრამ მე თქვენს გადაწყვეტილებებს ველი. არ მინდა დავარღვიო ოპოზიციის ერთიანობა, ამავე დროს ყველა ჩემი ინსტინქტი და გული მეუბნება, რომ ეს უნდა გავაკეთო”.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად