იაგო ხვიჩია: სააკაშვილის მოწოდებები შორიდან, არაეფექტურია-ეკადრება ხალხი თვლიდეს, რომ მას ეშინია თავის ჯარს წარუძღვეს და ამიტომ არ ჩამოდის?

მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, “გირჩის” ერთ -ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილი მოწოდებას უკრაინიდან, რომ საქართველოში დაბრუნდეს. რადგან მისი მოწოდებები სხვა ქვეყნიდან არაეფექტურია.

“მე ზოგადად არასერიოზულად მეჩვენება, დამოურჩილებლობა მოუწოდო სხვა ქვეყნიდან სხვა ადამიანებს, იმიტომ რომ სააკაშვილი ისეთი ადამიანია, რომ მას მხოლოდ მხედარმთავრის ადგილი ეკადრება და მხედარმთავარი უნდა იყოს ბრძოლის ველზე, წინა ხაზზე გაჭრილი და იქიდან რასაც უნდა იმას მოუწოდებდეს”, – აცხადებს იაგო ხვიჩია “ქრონიკასთან”.

ჟურნალისტის კითხვას, ეკადრება ბრჭყალებში? “გირჩის” ლიდერი ასე პასუხობს:

“ნუ, აბა სააკაშვილს ეკადრება, რომ ხალხი თვლიდეს რომ მას ეშინია თავის ჯარს წარუძღვეს და ამიტომ არ ჩამოდის? სააკაშვილი აქ უნდა იყოს და საითაც უნდა იქითკენ მოუწოდებდეს თავის არმიას. პირიქით, როცა ამხელა დისტანციით ხარ მოშრებით, გამამხბევბელუი შეძახილები და მოწოდებებბი ისე ეფექტური ვეღარ არის, ჩემი აზრით”, – განაცხადა “იმედთან” დეპუტატმა.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა სოციალური ქსელით საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდან  არ დაემორჩილონ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებულ შეზღუდვებს –   ჩვენ უნდა შევაგუოთ „ოცნება“, რომ არ გადავუხდით ჯარიმებს და არ შევასრულებთ შეზღუდვებს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...