იაგო ხვიჩია: რადაც არ უნდა დამიჯდეს, ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიყვანო, კონსტიტუცია მაქვს შესაცვლელი

რადაც არ უნდა დამიჯდეს ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიყვანო, კონსტიტუცია მაქვს შესაცვლელი, – ამის შესახებ “გირჩის” თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ “მოამბეს” განუცხადა.

“ამ ქვეყანაში ხელისუფლებამ, ნაციონალურმა მოძრაობამ და მისმა მეგობრებმა პარლამენტი პარლამენტარიზმი ჩამოანგრიეს, რომელიც 30 წლის მონაპოვარი იყო ამ ქვეყნის მოსახლეობის. მე მინდა, რომ ამაში მონაწილეობა არ მივიღო, გავემიჯნო ამ პროცესს. პარლამენტი არ არის, იქ ვერ შევალ.

ჯერ ჩემი ამოცანაა, პარლამენტში ოპოზიციის შეყვანა, რადაც არ უნდა დამიჯდეს, ჩემი მიზნის მისაღწევად, იქ კონსტიტუცია მაქვს შესაცვლელი, ამათზე კიარ ვნერვიულობ. თან ახლა მოვუწოდებ, რომ აზრზე მოვიდნენ და საკუთარ პირად ინტერესებს ნუ გადააყოლებენ ქვეყნის პარლამენტარიზმს”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად