იაგო ხვიჩია: ყველა ვისაც ჩვენთვის კარგი უნდა, ხვდება საითაც მივდივართ და თითქმის ერთხმად შერიგებისკენ მოგვიწოდებს

“ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, ყველა ვისაც ჩვენთვის კარგი უნდა, ხვდება საითაც მივდივართ და თითქმის ერთხმად შერიგებისკენ მოგვიწოდებს”, – ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში წერს.

“ასეთ დროს, ჩვენს მიერ ორგანიზებული, ნებისმიერი ტიპის ესკალაცია და დაძაბულობის კერის შექმნა, ოპოზიციას არ გვაწყობს.
ჩვენ უნდა ვიყოთ მშვიდი, კონსტრუქციული, მოლაპარაკების და შეთანხმებების მოსურნე, რათა ჩვენი მეგობრების მთელი ყურადღება აგრესიულ ხელისუფლებაზე იყოს კონცენტრირებული”, – წერს იაგო ხვიჩია.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...