იაგო ხვიჩია: „ქართული ოცნება“ „სამართლიან არჩევნებთან“ მართალია

ზოგადად, „ენჯეოსკეპტიკოსი“ ვარ, არ მჯერა არასამთვრობოების გაკეთებული საქმის ან ნაკლებად მჯერა. შესაბამისად, „ქართული ოცნება“, ჩემი აზრით, „სამართლიან არჩევნებთან“ მართალია. მეტიც, მათ გადააყენეს საკუთარი თავმჯდომარე, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმ უხერხულობის აღმოსაფხვრელად, რომელიც რეალურად მათმა ქმედებამ გამოიწვია, – ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა, “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„ერთადერთი, რაც მათ ამართლებს, არის ის, რომ ჩვენ ზოგადად, ზედმეტ ყურადღებას ვაქცევთ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაკეთებულ რაღაც კვლევებს თუ ანგარიშებს. მგონი, მაგდენი ყურადღება არ უნდა მივაქციოთ და რომ არ მიგვექცია, ნაკლებად დაიძაბებოდა სიტუაცია.

„მე არ ვარ საგამოძიებო კომისიების წინააღმდეგი. ვფიქრობ, ეს კარგი გზა ჭეშმარიტების დასადგენად, მაგრამ ამას სჭირდება თავისი წესი და პროცედურები. თუ საგამოძიებო კომისიას აკეთებ შენ თვითონ, შენ თვითონ იძიებ, შენ თვითონ უდგენ სანქციებს საკუთარ თავს და თვითონ ასაჯაროებ, გამოდის ცნობილი რუსული გამონათქვამის არ იყოს, ბილეთებს რომ თვითონ ჰყიდი, თვითონ უკრავ და თვითონ ცეკვავ, რა დროსაც ძალას და აზრს კარგავს, რომ ამ პროცესს დავარქვათ საგამოძიებო კომისია. საგამოძიებო კომისია უნდა იქმნებოდეს სანდოობის და კონსესუსის საფუძველზე“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად