იაგო ხვიჩია: პორნოს ყურებაზეც და პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე თანამოაზრეები ვიყავით და ვართ

“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია პარტიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას აქვეყნებს.

როგორც ხვიჩია წერს ეს ამბავი არც პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხს უკავშირდება და არც მის ირგვლივ აგორებულ სკანდალს.
“ეს ამბავი არ უკავშირდება პარლამენტში შესვლა – არ შესვლის ამბავს.
მე და ვახოს აზრად არასოდეს მოგვსვლია ჯაფარას გარეშე პარლამენტში შესვლა, დარწმუნებული ვარ პირიქითაც – არც ჯაფარას ჩვენს გარეშე.
არაა აქ ძაღლის თავი დამარხული, ოპოზიცია თუ შედის შევალთ ყველა, თუ არ შედის არ შევალთ არც ერთი.
არც ჩემ სკანდალს არ უკავშირდება, დილით გაბრაზებულზე ცუდი კომენტარი დავწერე, რის გამოც ბოდიშს ვიხდი. მთელი დღეა, მაგრამ პორნოს ყურებაზეც და პარლამენტში შესვლა არ შესვლაზე თანამოაზრეები ვიყავით და ვართ.
პრობლემა ისაა რომ ამის მეტს ვერაფერს ვამბობ, მაგრამ სიტუაციას იმას ნუ დავაბრალებთ რაც არაა შუაში”, – წერს იაგო ხვიჩია.

შეგახსენებთ, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ “გირჩის ბაბლში” დაპოსტა: სამწუხაროდ, ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად