იაგო ხვიჩია: პირველად საქართველოს ისტორიაში პარლამენტში შესვლა „ტეხავს“

“ჩვენ პარლამენტში შესვლა რომ გვინდოდა და ყველა სლოგანზე “გირჩი პარლამენტში” რომ გვეწერა – გასაგებია. მე კი ვარ პარლამენტის წევრი, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ პარლამენტი გააქრო”.

ამის შესახებ პარტია “გირჩის” თავმჯდომარე იაგი ხვიჩიამ ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადების კომენტირებისას განაცხადა, სადაც ისინი საქართველოში არსებულ ყველა პოლიტიკური პარტიას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებენ.

“ჩვენ პარლამენტში შესვლა რომ გვინდოდა და ყველა სლოგანზე “გირჩი პარლამენტში” რომ გვეწერა – გასაგებია. მე კი ვარ პარლამენტის წევრი, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ პარლამენტი გააქრო. ეს ის პარლამენტი არ არის, სადაც შესვლა შესაძლებელია. პირველად საქართველოს ისტორიაში პარლამენტში შესვლა “ტეხავს”. ვფიქრობ, რომ დასავლეთის განწყობა ნელ-ნელა შეიცვლება. თუ საბოლოოდ გაირკვევა, რომ ჩვენ ახალ წელს ერთპარტიული პარლამენტით შევხვდით, ყველა ისრები ხელისუფლებისკენ წამოვა. ახლა ეს ისრები ოპოზიციისკენ მოდის, რადგანაც ყველა ჩვენს მეგობარს უნდა რომ ჩვენ ქუჩაში არ ვიჩხუბოთ”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებთან კოორდინაციით აქვეყნებს კომენტარს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს გამოიყენონ საქართველოს მოქალაქეების მიერ მათთვის მინიჭებული მანდატები

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად