იაგო ხვიჩია: „ოცნებამ“ იმუნიტეტის ინსტიტუცია დაანგრია… მიშას თამაშს თამაშობენ და უკვირთ არ მარცხდებაო

თუ შენი დაჭერა უნდა ხელისუფლებას მოგონილი და შეთითხნილი ბრალდებით, შეუძლია იმუნიტეტი მოგიხსნას, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ადრე იმუნიტეტს მიანც სცემდნენ პატივს და ხალხი მას ყიდულობდა, ახლა კი ესეც მოიშალა. ხვიჩიას აზრით, მმართველი პარტია პარლამენტარიზმს ანადგურებს.

“იმუნიტეტის ინსტიტუცია დაანგრია “ქართულმა ოცნებამ”. გავარკვიეთ, რომ თურმე ამას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონია. თუ შენი დაჭერა უნდა ხელისუფლებას მოგონილი და შეთითხნილი ბრალდებით, შეუძლია იმუნიტეტი მოგიხსნას. იმუნიტეტი აზრს კარგავს, აქამდე მას მაინც ვცემდით პატივს, ხალხი ყიდულობდა იმუნიტეტს, პარლამენტის წევრები, ბიზნესმენები. იცოდნენ, რომ ცოტა მეტად იქნებოდნენ დაცული. ახლა აპრობირებული პრაქტიკა გახდა. კაცის დასჯა თუ გინდა, უყრი კენჭს და ჩამოართმევ იმუნიტეტს. ახლა ქართულ პარლამენტარიზმს ანადგურებს “ქართული ოცნება” და ამ უპირატესობას აძლევენ ნიკა მელიას. მერე უკვირთ, რატომ არ მარცხდება მიშაო, მიშას თამაშს თამაშობს და როგორ უნდა დამარცხდეს”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...