იაგო ხვიჩია: “ოცნებამ” გააყალბა არჩევნები, თუ ის თავადვე ჩამოიწერს თავისი ქულებს, გავიდეთ მეორე ტურებში

“ოცნებამ” გააყალბა არჩევნები, თუ ის თავადვე ჩამოიწერს თავისი ქულებს, გავიდეთ მეორე ტურებში, – ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა გადაცემაში “რეაქციაში” განაცხადა.

“ოპოზიცია ხომ იმას ვაპროტესტებთ, რომ ეს გაყალბებული, ხელით დაწერილი რიცხვია. ჩემი მოთხოვნა არის ასეთი, რომ ამ გაყალბებული რიცხვის – 48%-ის ნაცვლად საკუთარ თავს დაუწეროს ისეთი პროცენტი, რომლის შემდეგაც მეორე ტურში ბრძოლას აზრი აქვს. ხომ ვამბობთ, რომ პირველი ტური გაყალბებულია და ამის საფუძველზე ხომ არ შეიძლება გადავწყვიტოთ, ვინ იქნება ქვეყნის მმართველი?! რამდენით არის გაყალბებული არ ვიცით, მაგრამ თუ ხელისუფლება მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ თვითონ ჩამოიწერს თავის ქულებს, რომელიც ჰაერიდან დაწერა და მეორე ტური გახდეს აზრიანი, მაშინ გავიდეთ მეორე ტურში”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად