იაგო ხვიჩია: ოპოზიციური მედია სუსტდება სრული „განაცებით“ – ახლა ისტერიკაში არიან „მთავარი არხი“, „ფორმულა“ და „ტვ პირველი“

„სუსტდება ოპოზიციური მედია სრული „განაცებით“. არ მინდა, ეს ასე მოხდეს. როგორც ჩანს, ადამიანებს აზრზე მოსასვლელად რაღაც სახის განსაცდელი სჭირდებათ, რომ ცოტა აზრზე მოვიდნენ. ეს ისტერიკა არის უვიცობით და შეგნებული. მიზანი შეიძლება, იყოს „ქართული ოცნების“ დამხობა და მიშას ციხიდან გამოხსნა, მაგრამ ეს ისტერიკით არ ხდება”, – ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა, “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერ,ა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

“ვიდრე ოპოზიცია და ოპოზიციური მედია არ დასხდებიან, სტრატეგიას არ განიხილავენ, ადამიანებს არ დაყოფენ – ვინც მათიანი არ არის და ტიტანიკზე არ მიჰყვებათ და „ქოცებად“ არ ჩათვლიან, მხოლოდ მაშინ ექნებათ რამის შანსი.

მალე დავინახავთ, როგორც ოპოზიციის, ასევე მედიის დაღმასვლას. შეიძლება, მათი ნაწილი გაკოტრდეს კიდეც, რადგან ბოლო პერიოდში ტელევიზიებს რეიტინგზე არ უზრუნიათ, ისინი იყვნენ რევოლუციურ ხასიათზე გადასული.

როცა რევოლუცია არ გამოვა, შემდეგ ვნებები დაიკლებს და ამას ის ადრინდელი რეპუტაციაც შეეწირება, რაც მანამდე ჰქონდათ. ახლა ისტერიკაში არიან „მთავარი არხი“, „ფორმულა“ და „ტვ პირველი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კომენტარები
იტვირთება...